ტაოს ძეგლები

http://tao-klarjeti.ge/

вторник, 31 мая 2011 г.

ეს ყველაფერი 3500 წლის წინ

3500 წლის წინ სამხ. საქ-ში მცხოვრები ადამიანები ცხოვრების დონით, ქონებით, მეურნეობით, მემარცვლეობით, მედიცინით და სხვა საქმით, სხვა ქვეყნებს არ ჩამოუვარდებოდნენ.

საქმიანობა და კვება

მიირთმევდნენ ცხვრის, ძროხის, თხის, ღორის ხორცს.  ცხოველურ ცხიმზე ამზადებდნენ  ხორბლის, ქერის, ჭვავის, შვრიის ფაფებს. მიირთმევდნენ ველურ წიწიბურას, პარკოსნებს, ცერცვს, მუხუდოს, ჭინჭრის და ნაცარქათამას ფხლებს.
      კერძებს აზავებდნენ - კამით, ოხრახუშით, ქინძით, ძირათი.
      სამარხებში აღმოჩენილია რამდენიმე სახის თაფლი, რაც კულტურული მეურნეობის არსებობას მოწმობს.  რამდენიმე ჭურჭელში თაფლუჭის კვალიცაა.
    მიცვალებულთა კუჭის არეში არის ღვინის ნაშთი. როგორც ჩანს გარდაცვალების წინ ასმევდნენ ავადმყოფებს

მედიცინა

     მიცვალებულთა კუჭის არეში აღმოჩენილია ჭიის კვერცხები რაც ნიშნავს რომ იქ მეღორეობა იყო განვითარებული.
     მათ პირსა და კუჭის არეში დაფიქსირებულია გვიმრის ნაყენის არსებობა. ის დღესაც აქტიურად გამოიყენება  ჭიისაგან სამკურნალოდ. ქალთა სამარხებში აღმოჩენილია ასევე ვაზის ფოთლის ნაყენი, რაც მედიცინაში გამოიყენება. ნაპოვნია ასევე ეფედრა რისგანაც პრეპარატები მზადდება.
     აღმოჩენილია ბრინჯაოს ლანცეტისებური იარაღი, რომლებიც შესაძლოა სამედიცინო სკალპელები იყო.

ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან

     ქალების თავში აღმოჩენილი ქსოვილის ბოჭკოები ადასტურებენ, რომ ისინი გრძელ თავსაფრებს ატარებდნენ. გავრცელებული იყო სელის, შალის, ბამბის ქსოვილები. ბამბის არსებობს ინდოეთთან და ცენტრალურ აზიასთან სავაჭრო კავშირებს მოწმობს. ქსოვილები სხვადასხვა ფერის იყო. ასეთი საღებავებით შეღებილი ქსოვილები მხოლოდ  ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქებში მზადდებოდა.

ფიზიკური აღწერილობა

      საფუძვლიანანად შეისწავლეს 30 სამარხი.

     თმების მიკროსკოპულმა ნარჩენებმა აჩვენა, რომ 30-ვე სამარხში დაკრძალული ყველა მიცვალებული ქერათმიანი ან წითური იყო.

სოფელი საფარ-ხარაბა

ყველაზე მეტ ინფორმაციას სოფელ საფერ- ხარაბას და იმერას ნამოსახლარი იძლევა დაიაენის შესახებ. ძვ.წ.15-18სს.
      საფარ ხარაბაში აღმოჩენილია 115 სამარხი. ზოგ სამარხში მიცვალებულები ხის სარეცელზეა დასვენებული.
       მიცვალებულებისთვის განკუთვნილ ნივთებს თავისებური განლაგება ჰქონდათ. თავის ქალასთან განლაგებულია სამარხეული კერამიკა, სახის წინ - საბრძოლო იარაღი აწყვია, ბრინჯაოს საკინძები - ყრლის, მძივ-სამკაული კი გულ-მკერდის არეში ფიქსირდება. მძივები ასევე მაჯებსა და ტერფებზე გვხვდება.
       ყველა საფლავის იატაკზე აღმოჩენილია მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ნაშთები, როგორც ჩანს მათ გატყავებულს ატნევდნენ.
       ასევე სხვადასხვა ფორმის თიხის ჭურჭლებში მოთავსებულია  საგზალი, ხორციანი საკვენი, ფხალეული და ფაფეული, თაფლი, თხილი და ნიგოზი.

понедельник, 30 мая 2011 г.

ცნობები ძველი ტაოს არსებობის შესახებ

საქართველო არქეოლოგიური ძეგლებით მდიდარი ქვეყენაა. ჩვენსი ქვის ხანის ძეგლებიტ დაწყებული, გვიანი შუა-საუკუნეებით დამთავრებული, ყველა პერიოდის არქეოლოგიური მასალაა აღმოჩენილი.
ძვ.წ.2 ატასწლეულის მეორე ნახევრის და ძვ.წ.1 ათასწლეულის პარველ ნახევარში ასურეთის სახელმწიფოს ჩრდილოეთით მდებარეობდა ქვეყანა, რომელსაც ასურული ლურსმული წარწერები ნაირის ქვეყნების გაერტიანებად მოიხსენიებენ. ასურულ წარწერებში ქარტველ ტომთა ეს გაერთიანება  დაიაენად ურარტულში დიაოხად, ბერძნულში კი ტაოხად იხსენიება. სწორედ ეს სახელი შემორჩა ერთ-ერთ ძველ ქართულ პროვინციას ტაოს.ასურეთის მეფე ტიგლათბილესელ 1-ს 1112 წელს და ურარტუს მეფეს არგიშთი 1-ს არაერტხელ აუოხრებიათ ის.

ინფორმაციის ძიების გზები

მე ამ მხარეზე ალიან მწირი ინფორმაცია მქონდა ამიტომ გადავწყვიტე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით მესარგებლა. რადგან არ ბიცოდი არცერტი წიგნის დასახელება გამოვიტანე საბჭოტა ენციკლობედია და ტ ასოზე მოძებნე ინფორმაცია  ტაოზე და რამდენიმე წიგნიც ვიპოვე, თუმცა როდესაც ვნახე წიგნები მივხვდი რომ არ გამომადგებოდა რადგან ძალიან დიდი იყო წიგნი და ვერ მოვახერხებდი მის წაკითხვას, ამიტომ განვაგრძე ძიება და ვიპოვე ჟურნალი სადაც მოკლედ იყო მოთხრობილი ძველი ტაოს შესახებ.

თემის არჩევის მიზეზი

ტაო-კლარჯეთი საქართველოს უძველესი ისტორიული მხარეა, რომელიც დღეს თურქების ტერიტორიას ეკუთვნის. სამწუხარო ამბავია, რომ ის საქართველოს არაერთი სხვა ტერიტორიის მსგავსად დაკარგულად იტვლება, თუმცა სხვებისგან განსხვავებით იქ შესვლა ქართველებისთვის ნებადართულია, სწორედ ამიტო ქართველებმა მეტი ინიციატივა უნდა გამოვიჩინოთ მის გასაცნობად, უნდა მოვაწყოთ ექსპედიციები რათა მომავალმა თაობამ იცოდეს რომ ტაო-კლარჯეთი საქართველოს კუთვნილი ტერიტორიაა. მათაც ისევე უნდა ჩავუნერგოთ სამშობლოს სიყვარული და გაერთიანების სურვილი, როგორც ჩვენ გვინერგავდნენ მშობლები და იმედია ისნი ბევრად მეტს გააკეთებენ ამისათვის.
       რადგან მე ძალიან მაწუხებს ქვეყანაში არსებული ეს პრობლემა, ამიტომ გადავწყვიტე ამ თემის დამუშავება და ტაო-კლარჯეთი იმიტომ გადავწყვიტე, რომ ის ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა ქართველების მეხსიერებაში.