ტაოს ძეგლები

http://tao-klarjeti.ge/

воскресенье, 5 июня 2011 г.

ტაო-კლარჯეთის ეკლესიები

ტაო კლარჯეთში უამრავი უძველესი ძეგლია არის შემორჩენილი. ამათგან აღსანიშნავია:
 ხანძთა, ოპიზა, დოლისყანა, სათლე, ტბეთი. ქაჯთა ციხე, ოლთისი, ბანა, პარხალი, ოთხთა ეკლესია, არტანუჯი, ახიზის ციხე, შატბერდი, იშხანი, ოშკი, ხახული, ბანა
     ქაჯთა ციხე
     ტაო-კლარჯეთის ძეგლების შესასწავლად იქ ჩასული იყო ექვთიმე თაყაიშვილი. მას მოუნახულებია "ქაჯთა ციხე"-ც რომლისთვისაც "მრისხანე ციხე" უწოდებია
    ოპიზა
     ოპიზა უძველესი სავანეა არა მარტო ტაო-კლარჯეთში, არამედ საერთოდ საქართველოში. ოპიზას ინახებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიწმინდე, ქვედა ყბა წმ. იოანე ნათლისმცემლისა. ვახუშტი წერს, რომ `ოპიზას დაფლულ იყო ხორხი იოანე ნათლისმცემლისა
   ხანძთა
  ხანძთის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, მაღალმთიან სოფელში, რომლის თანამედროვე სახელია ფირნალი. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში სამონასტრო კომპლექსს მრავალი დამთვალიერებელი სტუმრობს; მანამდე კი ხანძთა ჯერ დაკარგული, შემდეგ კი მიუღწევადი ადგილი იყო.
    არტანუჯი
   აკაკი შანიძის განმარტებით, "არტანუჯი" არტაანის ყურს, ანუ კარს ნიშნავს. ვახუშტი კი განმარტავს: „არცა ტანის, არცა უჯისო...“ „არტანუჯის ციხე წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს“, - ამბობდა თურმე ბიზანტიის იმპერატორი, კონსტანტინე პორფიროგენეტი
   შატბერდი
   შატბერდის ტაძარი ბერტას ხეობაშია. როცა აშოტ კურაპალატმა გრიგოლ ხანძთელისგან ხანძთის ქება მოისმინა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“. „და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაი გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლითა მისითა მდინარითა ირწყვებოდა ადგილი იგი“, - მოგვითხრობს გიორგი მერჩულე.
     ოთხთა ეკლესია
    ოთხთა ეკლესია, X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა, სოფელ ოთხთადან 5 კმ-ზე, მდინარე ჭოროხის ხეობაში (ახლა თურქეთის ფარგლებშია), იგი პარხლის ეკლესიასთან ერთად გვიანდელი ხანის ბაზილიკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია.
     ოშკი
    ოშკი, X საუკუნის 50-60-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრებისუმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამონასტრო ცენტრი, ისტორიულ ტაოში, ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი (იხ. სვეტიცხოველი, ბაგრატი, ალავერდი), თორთუმისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია)
    ხახული
   ხახული, შუა საუკუნეების მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში, მდ. თორთუმისწყლის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში, მდ. ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია
   ოლთისი
    ოლთისი, ოლთისნი, ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოს მხარეში, იმიერტაოს ცენტრი (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ოლთისი (თურქ. ოლთუ) მდებარეობს მდინარე ოლთისწყლის (თურქ. ოლთუჩაი) შუა წელზე. X საუკუნეში ოლთისი დავით III დიდი კურაპალატის რეზიდენცია იყო
    ბანა
      ბანა, საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანის მარჯვენა ნაპირას. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია „ფანაკის“ სახელწოდებით. ფანაკის ჭეშმარიტ ქართულ სახელად უფრო ბანა ჩანს.
    პარხალი
   პარხალი — ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა და ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის ანუ პონტოს მთების აღმოსავლეთ კალთაზე
     იშხანი
    „და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ“, - წერს გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა
    ახიზის ციხე
   ახიზის ციხე, ციხესიმაგრე ადრინდელი ფეოდალურ საქართველოში, კლარჯეთში, მდ. არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე (ამჟამად თურქეთშია). გადმოცემით ახიზის ციხე ვახტანგ გორგასალს განუახლებია (V ს.), მასვე აუგია აქ მონასტერი და კლარჯეთის ეპისკოპოსი ადგილსამყოფლად დაუდგენია.
      დოლისყანა
    დოლისყანა მდებარეობს მდ. იმერხევის ხეობაში, მდინარის მარჯვენა მხარეს, სოფელში სახელწოდებით Hამამლë. გიორგი მერჩულის ცნობით, აქ ეკლესია აშენდა წმ. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს, ხოლო `დოლისყანაÎ მონასტრად უკუანაÎს იქმნა~, ე.ი. მოგვიანებით დაარსდა
   ტეთი
    ტბეთის კათედრალი ტაო-კლარჯეთის არქიტექტურის ერთ-ერთი მშვენებაა. იგი მდებარეობს ისტორიულ შავშეთში, ქალაქ შავშათიდან დაახლოებით 15 კილომეტრზე (სოფელი ჩევიზლი). ტბეთის კათედრალი საკმაოდ კარგად იყო შემონახული, როდესაც ის გ. ყაზბეგმა, დ. ბაქრაძემ, ა. პავლინოვმა და ნ. მარმა ნახეს.