ტაოს ძეგლები

http://tao-klarjeti.ge/

воскресенье, 5 июня 2011 г.

ტაო-კლარჯეთის ეკლესიები

ტაო კლარჯეთში უამრავი უძველესი ძეგლია არის შემორჩენილი. ამათგან აღსანიშნავია:
 ხანძთა, ოპიზა, დოლისყანა, სათლე, ტბეთი. ქაჯთა ციხე, ოლთისი, ბანა, პარხალი, ოთხთა ეკლესია, არტანუჯი, ახიზის ციხე, შატბერდი, იშხანი, ოშკი, ხახული, ბანა
     ქაჯთა ციხე
     ტაო-კლარჯეთის ძეგლების შესასწავლად იქ ჩასული იყო ექვთიმე თაყაიშვილი. მას მოუნახულებია "ქაჯთა ციხე"-ც რომლისთვისაც "მრისხანე ციხე" უწოდებია
    ოპიზა
     ოპიზა უძველესი სავანეა არა მარტო ტაო-კლარჯეთში, არამედ საერთოდ საქართველოში. ოპიზას ინახებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიწმინდე, ქვედა ყბა წმ. იოანე ნათლისმცემლისა. ვახუშტი წერს, რომ `ოპიზას დაფლულ იყო ხორხი იოანე ნათლისმცემლისა
   ხანძთა
  ხანძთის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, მაღალმთიან სოფელში, რომლის თანამედროვე სახელია ფირნალი. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში სამონასტრო კომპლექსს მრავალი დამთვალიერებელი სტუმრობს; მანამდე კი ხანძთა ჯერ დაკარგული, შემდეგ კი მიუღწევადი ადგილი იყო.
    არტანუჯი
   აკაკი შანიძის განმარტებით, "არტანუჯი" არტაანის ყურს, ანუ კარს ნიშნავს. ვახუშტი კი განმარტავს: „არცა ტანის, არცა უჯისო...“ „არტანუჯის ციხე წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს“, - ამბობდა თურმე ბიზანტიის იმპერატორი, კონსტანტინე პორფიროგენეტი
   შატბერდი
   შატბერდის ტაძარი ბერტას ხეობაშია. როცა აშოტ კურაპალატმა გრიგოლ ხანძთელისგან ხანძთის ქება მოისმინა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“. „და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაი გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლითა მისითა მდინარითა ირწყვებოდა ადგილი იგი“, - მოგვითხრობს გიორგი მერჩულე.
     ოთხთა ეკლესია
    ოთხთა ეკლესია, X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა, სოფელ ოთხთადან 5 კმ-ზე, მდინარე ჭოროხის ხეობაში (ახლა თურქეთის ფარგლებშია), იგი პარხლის ეკლესიასთან ერთად გვიანდელი ხანის ბაზილიკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია.
     ოშკი
    ოშკი, X საუკუნის 50-60-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრებისუმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამონასტრო ცენტრი, ისტორიულ ტაოში, ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი (იხ. სვეტიცხოველი, ბაგრატი, ალავერდი), თორთუმისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია)
    ხახული
   ხახული, შუა საუკუნეების მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში, მდ. თორთუმისწყლის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში, მდ. ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია
   ოლთისი
    ოლთისი, ოლთისნი, ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოს მხარეში, იმიერტაოს ცენტრი (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ოლთისი (თურქ. ოლთუ) მდებარეობს მდინარე ოლთისწყლის (თურქ. ოლთუჩაი) შუა წელზე. X საუკუნეში ოლთისი დავით III დიდი კურაპალატის რეზიდენცია იყო
    ბანა
      ბანა, საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანის მარჯვენა ნაპირას. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია „ფანაკის“ სახელწოდებით. ფანაკის ჭეშმარიტ ქართულ სახელად უფრო ბანა ჩანს.
    პარხალი
   პარხალი — ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა და ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის ანუ პონტოს მთების აღმოსავლეთ კალთაზე
     იშხანი
    „და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ“, - წერს გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა
    ახიზის ციხე
   ახიზის ციხე, ციხესიმაგრე ადრინდელი ფეოდალურ საქართველოში, კლარჯეთში, მდ. არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე (ამჟამად თურქეთშია). გადმოცემით ახიზის ციხე ვახტანგ გორგასალს განუახლებია (V ს.), მასვე აუგია აქ მონასტერი და კლარჯეთის ეპისკოპოსი ადგილსამყოფლად დაუდგენია.
      დოლისყანა
    დოლისყანა მდებარეობს მდ. იმერხევის ხეობაში, მდინარის მარჯვენა მხარეს, სოფელში სახელწოდებით Hამამლë. გიორგი მერჩულის ცნობით, აქ ეკლესია აშენდა წმ. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს, ხოლო `დოლისყანაÎ მონასტრად უკუანაÎს იქმნა~, ე.ი. მოგვიანებით დაარსდა
   ტეთი
    ტბეთის კათედრალი ტაო-კლარჯეთის არქიტექტურის ერთ-ერთი მშვენებაა. იგი მდებარეობს ისტორიულ შავშეთში, ქალაქ შავშათიდან დაახლოებით 15 კილომეტრზე (სოფელი ჩევიზლი). ტბეთის კათედრალი საკმაოდ კარგად იყო შემონახული, როდესაც ის გ. ყაზბეგმა, დ. ბაქრაძემ, ა. პავლინოვმა და ნ. მარმა ნახეს.

вторник, 31 мая 2011 г.

ეს ყველაფერი 3500 წლის წინ

3500 წლის წინ სამხ. საქ-ში მცხოვრები ადამიანები ცხოვრების დონით, ქონებით, მეურნეობით, მემარცვლეობით, მედიცინით და სხვა საქმით, სხვა ქვეყნებს არ ჩამოუვარდებოდნენ.

საქმიანობა და კვება

მიირთმევდნენ ცხვრის, ძროხის, თხის, ღორის ხორცს.  ცხოველურ ცხიმზე ამზადებდნენ  ხორბლის, ქერის, ჭვავის, შვრიის ფაფებს. მიირთმევდნენ ველურ წიწიბურას, პარკოსნებს, ცერცვს, მუხუდოს, ჭინჭრის და ნაცარქათამას ფხლებს.
      კერძებს აზავებდნენ - კამით, ოხრახუშით, ქინძით, ძირათი.
      სამარხებში აღმოჩენილია რამდენიმე სახის თაფლი, რაც კულტურული მეურნეობის არსებობას მოწმობს.  რამდენიმე ჭურჭელში თაფლუჭის კვალიცაა.
    მიცვალებულთა კუჭის არეში არის ღვინის ნაშთი. როგორც ჩანს გარდაცვალების წინ ასმევდნენ ავადმყოფებს

მედიცინა

     მიცვალებულთა კუჭის არეში აღმოჩენილია ჭიის კვერცხები რაც ნიშნავს რომ იქ მეღორეობა იყო განვითარებული.
     მათ პირსა და კუჭის არეში დაფიქსირებულია გვიმრის ნაყენის არსებობა. ის დღესაც აქტიურად გამოიყენება  ჭიისაგან სამკურნალოდ. ქალთა სამარხებში აღმოჩენილია ასევე ვაზის ფოთლის ნაყენი, რაც მედიცინაში გამოიყენება. ნაპოვნია ასევე ეფედრა რისგანაც პრეპარატები მზადდება.
     აღმოჩენილია ბრინჯაოს ლანცეტისებური იარაღი, რომლებიც შესაძლოა სამედიცინო სკალპელები იყო.

ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან

     ქალების თავში აღმოჩენილი ქსოვილის ბოჭკოები ადასტურებენ, რომ ისინი გრძელ თავსაფრებს ატარებდნენ. გავრცელებული იყო სელის, შალის, ბამბის ქსოვილები. ბამბის არსებობს ინდოეთთან და ცენტრალურ აზიასთან სავაჭრო კავშირებს მოწმობს. ქსოვილები სხვადასხვა ფერის იყო. ასეთი საღებავებით შეღებილი ქსოვილები მხოლოდ  ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქებში მზადდებოდა.

ფიზიკური აღწერილობა

      საფუძვლიანანად შეისწავლეს 30 სამარხი.

     თმების მიკროსკოპულმა ნარჩენებმა აჩვენა, რომ 30-ვე სამარხში დაკრძალული ყველა მიცვალებული ქერათმიანი ან წითური იყო.

სოფელი საფარ-ხარაბა

ყველაზე მეტ ინფორმაციას სოფელ საფერ- ხარაბას და იმერას ნამოსახლარი იძლევა დაიაენის შესახებ. ძვ.წ.15-18სს.
      საფარ ხარაბაში აღმოჩენილია 115 სამარხი. ზოგ სამარხში მიცვალებულები ხის სარეცელზეა დასვენებული.
       მიცვალებულებისთვის განკუთვნილ ნივთებს თავისებური განლაგება ჰქონდათ. თავის ქალასთან განლაგებულია სამარხეული კერამიკა, სახის წინ - საბრძოლო იარაღი აწყვია, ბრინჯაოს საკინძები - ყრლის, მძივ-სამკაული კი გულ-მკერდის არეში ფიქსირდება. მძივები ასევე მაჯებსა და ტერფებზე გვხვდება.
       ყველა საფლავის იატაკზე აღმოჩენილია მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ნაშთები, როგორც ჩანს მათ გატყავებულს ატნევდნენ.
       ასევე სხვადასხვა ფორმის თიხის ჭურჭლებში მოთავსებულია  საგზალი, ხორციანი საკვენი, ფხალეული და ფაფეული, თაფლი, თხილი და ნიგოზი.